მიხეილ სააკაშვილის მიმართვა რუსთაველზე პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს და მის მხარდამჭერებს - „ჩვენ ქვეყანას ჰყავს საერთო მტერი - რუსეთი, ივანიშვილი... ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ“
პოლიტიკა - 15:59, 29 Jul, 2019     1263
რუსთაველის გამზრირზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს და მის მხარდამჭერებს მიმართავს მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი, რაოდენ კრიტიკულადაც არ უნდა იყოს განწყობილი მისი და მისი გუნდის მიმართა, არის ძვირფასი და მათი აზრი ყურადსაღებია. სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს საერთო მტერი რუსეთის, ივანიშვილის და მისი გარემოცვის სახით და მოუწოდებს მხატდამჭერებს და აქციის მონაწილეებს, რომ მთელი ენერგია მოახმარონ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას და შეძლოს კრიტიკული აზრის მოსმენა და მშვიდი დისკუსია.

„სოციალურ ქსელებში მიმდინარე ახალგაზრდების დისკუსიას ყურადღებით ვაკვირდები. მინდა იცოდეთ, თითოეული თქვენთაგანის აზრი, რაოდენ კრიტიკულიც არ უნდა იყოს ჩემს ან ჩემი გუნდის მიმართ, ჩემთვის მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია. თითოეული ახალგაზრდა, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, გულწრფელად ებრძვის უსამართლობას და იცავს საქართველოს თავისუფლებას, არის ძვირფასი ჩემთვის. თქვენ ჩემი შვილების თაობა ხართ, ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფლების მოყვარული თაობა. თაობა, რომელიც ვარდების რევოლუციის თაობაცაა. ჩვენ ქვეყანას საერთო მტერი ჰყავს - რუსეთი, ივანიშვილი, მისი გარემოცვა და მის მიერ დაქირავებული ადამიანები. ჩვენ ყველა ამ ბრძოლაში ვართ, მე როგორც ერთ-ერთი თქვეთაგანი, რიგითი ჯარისკაცი.

თქვენ შეიძლება ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხედვები მოგწონდეთ, ან არა. შეიძლება ჩემს პოზიციას იზიარებდეთ, ან არა ისევე, როგორც მე მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი მოსაზრებები, მით უფრო, მე და ჩემს გუნდს ბევრი გაგვიკეთებია და ამ ქვეყნის შენების დიდი გამოცდილება გვაქვს. იყო შეცდომებიც, მაგრამ ჩვენ ვიყავით ის ძალა, ვინც პირველად დაამკვიდრა პოლიტიკური პასუხისმგებლოს ტრადიცია, აღიარა არჩევნების შედეგები და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება.

ამავე დროს, მე ქედს ვიხრი ჩვენი მხარდამჭერების წინაშე, ვისაც მხოლოდ საქართველოს გამარჯვება ამოძრავებს, ვინც გაუძლო მძიმე წნეხს და ზეწოლას, ვის თავზეც გაიარა უამრავმა ქარტეხილმა. ამ ადამინებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ დღეს საქართველოში ცვლილებების მაღალი შანსი გაჩნდა. ისინი არ არიან "პარტაქტივი", ისინი არიან თავისუფლების, წარმატებული საქართველოს იდეით შეპყრობილი პატრიოტი და მებრძოლი ადამიანები.

მინდა ყველას ვთხოვო, ეს ენერგია მოვახმაროთ საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ კრიტიკული აზრების მოსმენა და მშვიდი დისკუსია. პარტიულ და პოლიტიკურ კამათს ყოველთვის მოვასწრებთ იმ არჩევნებში, რომელშიც თითოეულ მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება და ივანიშვილი ვეღარ გააყალბებს.

ყველაფერი კარგად იქნება.

ძალა ერთობაშია!“ - წერს სააკაშვლის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42