ოქრუაშვილის უფლებადამცველების განცხადებით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი უდანაშაულოა და მისი პატიმრობაში დატოვების რეალური საფუძველი არ არსებობს. მათ სასამართლოს ის მტკიცებულებები წარუდგინეს, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის უდანაშაულობას ამტკიცებს.
დღეს საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის ადვოკატებთან ერთად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ამჟამად ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთვსებული, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






