„ცხოვრების დონე სულ უკან-უკან მიდის, მთავრობა კი თავის ბუღალტერიას ხატავს“ - დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 13:46, 29 Jul, 2019     867

სახალხო მოძრაობა „ტრიბუნას“ დანფუძნებლის, დამოუკიდებელ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, დღეს ქართული ეონომიკა ისეთ ჩიხში შედის, საიდანაც გამოსავალი უახლოესი 2-3 წელი შეუძლებელი არ იქნება. ამასთან, ჭიჭინაძე არც იმას გამორიცხავს, რომ ინვესტორებმა ქვეყანა დატოვონ.

„როდესაც ეკონომიკაში ფულს არ ამუშავებ, გადასახადები არ შემოგდის და შესაბამისად ფულს ვერ ანაწილებ, ეს ლარის კურსზეც აისახება და თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობაზეც. დღეს სახელმწიფო შესყიდვებს ვერ ანხორციელებს, რადგან ნებისმიერ ტენდერში უცხოური ვალუტის მდგენელი ძალიან დიდია და ჩადებულია 7-8 პროცენტიანი მოგების ზღვარი. ასეთი რყევების პირობებში კი ტენდერის ჩატარების შესაძლებლობა ნაკლებია.

შესყიდვები არ ხდება, ე.ი.ფული არ იხარჯება; ფული არ იხარჯება, ე.ი. ეკონომიკა არ იზრდება. ყველაფერი ეს კი ჩვენს მთავრობას არც აინტერესებს. გამოდიან და თავიანთ ბუღალტერიას ხატავენ, ანუ მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაუმჯობესდა კი არა, სულ უკან და უკან მიდის, მთავრობა 5 და 6 პროცენტიან ზრდებს გვაჩვენებს.

მოკლედ, ბუღალტრულად ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეკონომიკა, რეალურად, ნამდვილად ვერ გაიზრდება და ყველაფერ ამის ფონზე, როდესაც შენი ლარი სუსტება, რომელი ინვესტორი გაჩერდება ქვეყანაში?! ინვესტორი გაიქცევა, აბა, რას იზამს?

ისე კი, ზოგადად, ქვეყნის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა და ინვესტიციების მომზიდავი სამშენებლო სექტორი იყო, რომელიც დღეს პრაქტიკულად, გაჩერებულია და 2-3 კომპანიის ხელშია გადასული. თბილისის მერია კი პოპულისტური განცხადებებითაა დაკავებული და მშენებლობების ნებართვებს შერჩევით იძლევა.

საქმე ის არის, რომ ათასობით ადამიანს, რომელსაც ნაკვეთები ჰქონდა შესყიდული, სტატუსი შეუცვალეს და ამით, რეალურად, ეს ხალხი დააზარალეს, ანუ გენგეგმა კი არაა პრობლემა, არამედ, არაპატიოსანი მოხელეების სიმრავლე, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი ეს სათავისოდ მოიწყონ და მიითვისონ. მერია კი, ამის საშუალებას იძლევა,“ - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42