როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ივანიშვილმა სურვილის ასრულებას სახელმწიფო უწყებები უკვე შეუდგნენ.
კერძოდ, წყაროს ცნობით, აუდიტის სამსახურმა ქუთაისის ოფისის გაუქმება გადაწყვიტა და ამის შესახებ თანამშრომლებს ოფიციალურად განუცხადეს. თანამშრომლებს უთხრეს, რომ უწყება თბილისში გადადის. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ნაწილი დედაქალაქში უკვე გადმოიყვენეს, მეორე ნაწილს კი უთხრეს, რომ ისინი შენობაში იანვრამდე დარჩებიან. როგორც ირკვევა, აუდიტის სამსახურის შენობაში, ქუთაისის მერია განთავსდება. ქუთაისის მერიის ამჟამინდფელი შენობა კი სავარაუდოდ ფორმალურად აუქციონზე გაიყიდება მისი მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილი გახდება.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ოლიგაქთან უკვე შეთანხმდა სასტუმროს დიზაინი და საჭირო ხარჯები. როგორც ჩანს, ივანიშვილს, სასტუმროს იდა იმდენად მოსწონს, რომ პროცესები ელვის სისწრაფით დაჩქარდა.
"ნიუპოსტი" აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა სამსახურს ქუთაისის წარმომადგენლობის თბილისში გადმოყვანა და რა ცვლილებებია დაგეგმილი ამ მიმართულებით, უწყების პრესსამსახურში ქუთაისის ოფისის გაუქმებას უარყოფენ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისი არ უქმდება. განიხილება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს სამსახურის თბილისში გადმოტანის საკითხი. ხარჯების ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ასე უფრო მოსახერხებელია აღმოსავლეთ საქართველოს მოცვა აუდიტორების მიერ. ქუთაისში რჩება დასავლეთ საქართველოს სამსახური, რომელიც მოიცავს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს“ - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.
ჩვენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურსაც დავუკავშირდით და მათი პასუხის მიღებისთანავე, მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები






