ირაკლი ოქრუაშვილი და "რუსთავი2"-ის საქმე - ივანიშვილის მთავარი კითხვა მურუსიძესთან და საიდუმლო შეხვედრა შუშის სასახლეში
პოლიტიკა - 21:29, 28 Jul, 2019     3024

ხელისუფლების მთავარი სამიზნე ირაკლი ოქრუაშვილი აღმოჩნდა. საქალაქო სასამართლოში გვიან ღამით გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. უტყუარი მტკიცებულები სასამართლოში არავის წარუდგენია, თუმცა ოქრუაშვილი და მასთან ერთად 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ყველა პირი, მაინც პატიმრობაში დატოვეს და წაყენებული ბრალის მიხედვით, მოსამართლემ შესაძლოა, ისინი 9 წლითაც ციხეში გაუშვას.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე კი სრულიად სხვა საბაბით, ოქრუაშვილის მძღოლი დაიჭირეს. უცხოეთში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს კი შეუთვალეს, საქართველოში აღარ დაბრუნებულიყო.

როგორც ოქრუაშვილის თანამოაზრეები აცხადებენ, მიზეზი, რის გამოც ივანიშვილმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტა, სწორედ „რუსთავი2“-ის საქმეა.

რა მოხდება მაშინ, თუ დადასტურდა, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ნამდვილად ქიბარ ხალვაში აწერს ხელს და შესაბამისად “რუსთავი2“ ოქრუაშვილის მტკიცებით მიხედვით, მის საკუთრებას წარმოადგენდა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ამბობს, რომ ის ფლობს უტყუარ ინფორმაციას, თუ როგორ დაიბარა მოსამართლე მურუსიძე ივანიშვილმა შუშის სასახლეში და "რუსთავი2"-ის შესახებ ოქრუაშვილის დოკუმენტის სამართლებრივი საფუძვლები გამოკითხა.

თუ ოქრუაშვლის დოკუმენტი უტყუარია, მაშინ ტელევიზიის მფლობელი სწორედ ის გამოდის და არა ხალვაში. "რუსთავი 2"-ის საქმეში ხალვაშის ნომინალობას ადასტურებს "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და 2004 წელს ტელეკომპანიის წილების საეჭვო გარიგებების უშუალო მოწმე ჯარჯი აქიმიძე. რომელიც ამბობს, რომ მას მოლაპარაკებები მაშინდელ ხელისუფლებასთან ჰქონდა და ხალვაში პირველად ნოტარიუსთან ნახა.

8-თვიანი ლოდინის შემდეგ, ხალვაშმა საბოლოოდ ჩააბარა მისი ხელმოწერის ნიმუში ექსპერტიზის ბიუროში.

ამ გრაფოლოგიურმა დასკვნამ, რომლის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის, შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის საქმე თავდაყირა დააყენოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42