ბიძინა ივანიშვილის კამერის დაზიანება - აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს პოლიციაში ბრალი წაუყენეს
პოლიტიკა - 16:54, 28 Jul, 2019     1618

აჭარის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა ოზურგეთის პოლიციის შენობა უკვე დატოვა, სადაც მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით წაუყენეს, რაც გაუცნობიერებლად, სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით, ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.

ბაგრატიონს გამოძიებამ გააცნო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ვიდეოთვალის დაზიანებისთვის მას 600 ლარის გადახდა მოუწევს.

გამოძიებამ მუხლი დღეს მოულოდნელად შეცვალა, აქამდე მას 187-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც ერთიდან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო უახლოეს ხანებში გაიმართება.

ოზურგეთის პოლიციის შენობიდან ბაგრატიონმა და მისმა მხარდამჭერებმა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციაზე გადაინაცვლეს.

"ცალკეული შემთხვევები, როდესაც რაღაც მიზეზების გამო ივანიშვილის რეჟიმი შეეცდება რაღაცით დააშინოს ჩვენი წევრები, ამას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯარიმას დაგვიწესებენ, ციხეში ჩაგვსვამენ, ამა თუ იმ სასჯელს მოგვისჯიან სხვადასხვა დროის განმავლობაში პატიმრობასთან დაკავშირებით, თუ სხვა ღონისძიებებს გაატარებენ, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ რეჟიმმა თავისი თავი მოჭამა,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42