ბეჟან ლორთქიფანძისადმი სოლიდარობის გამო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "ნაკრესი" საქმიანობას წყვეტს
პოლიტიკა - 16:11, 28 Jul, 2019     2336

სოლიდარობა ივანიშვილის მიერ დაპატიმრებულ ბეჟან ლორთქიფანძეს, - ამ მოტივით სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "ნაკრესი" საქმიანობას წყვეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ ფორმით პროტესტს უცხადებს.

ბეჟან ლორთქიფანძეს რომელიც ცენტრის თანამშრომელი და National Geographic-ის მკვლევარია, საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. ლორთქიფანიძის მხარდამჭერები თვლიან, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა და სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო.

პირდაპირ ვეტყვი ჩვენს დონორებს, რომ ახლა არ გვაქვს იმის დრო, რომ ბეჟანის შემცვლელი ვიპოვოთ, ვერც ვიპოვით. პროექტი შეწყდება. ამის ფონზე ამ ორგანიზაციებს მოვთხოვთ ხმა აიმაღლონ. ჩვენ არაფერს მეტს არ გავაკეთებთ, რომ ბეჟანი დავიხსნათ ციხიდან. ეს ქვეყანა ძალიან სერიოზულად არის გადასაკეთებელი და ყველა ჩვენგანის ვალია, რომ ეს ქვეყანა გადავაკეთოთ.

ჩვენ გვქონდა ჩვენი საქმე, მაგრამ თუ ჩვენს საქმეს ვერ ვაკეთებთ, გავაკეთებთ, იმ საქმეს რაც უფრო საჭიროა ქვეყნისთვის. უფრო საჭიროა ქვეყნისთვის, რომ ბეჟანი გამოვიდეს ციხიდან,“ - აცხადებს სახეობათა კონდერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ ”ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი შავგულიძე.

ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ირაკლი მაჭარაშვილი საჯარო სამსახურებში დასაქმებულ მათ კოლეგებს მოუწოდებენ, გააპროტესტონ ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძის მეგობარი საჯარო მოხელეები, "ფეისბუქზეც" კი ვერ ბედავენ მეგობრის დაცვას.

„საჯარო მოხელეები, რომლებიც მეგობრულად იყვნენ ბეჟან ლორთქიფანიძესთან ფეისბუქზეც კი ვერ ბედავენ, რომ უკმაყოფილება გამოხატონ. პირველ რიგში მათ უნდა მოითხოვონ ბეჟან ლორთქიფანიძის გათავისუფლება და გახარიას პასუხისმგებლობის დასმა და როგორც მინიმუმ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. რადგან ეს აქლემი ერთხელ იქნება მათ კარზეც ჩაიჩოქებს და დასჭირდება ჩვენი დახმარება. ჩემმა კოლეგამ ისიც კი თქვა, ვისთვის უნდა დავიცვათ ბუნებაო, ამათთვისო?“-ამბობს ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივის” კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ირაკლი მაჭარაშვილი.

ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციები და ის პირები, ვინც თვლიან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო, ბეჟან ლორთქიფანიძისა და ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის სოლიდარობის ნიშნად ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას აანონსებენ.

„ხვალ დიდ ოდენობის არასამთავრობო ორგანიზაცია, რიგითი მხარდამჭერები ვიკრიბებით და შევიმუშავებთ გარკვეულ სტრატეგიასა და ტაქტიკას ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად. ოღონდ ბეჟან ლორთქიფანიძე გვინდა იყოს სიმბოლო ყველა იმ სინდისის პატიმრისა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში გაჩნდა და პრინციპში ისინი პოლიტპატიმრები არიან. ბეჟანს როცა ვახსენებთ, ვლაპარაკობთ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც, არ მეშინია ამ სიტყვის, რეპრესირებულია,“ - ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძის მეგობარი ლევან ბუთხუზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42