ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის თქმით, ივანიშვილი პუტინის მმართველობის სტილს იმეორებს, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც მისთვის მიუღებელია და ამის კონკრეტული მაგალითი "რუსთავი 2"-ის საქმეა.
„პოლიტპატიმრები, რომლებიც ახლა არიან პატიმრობაში, დიახაც წარმოადგენენ რუსი ოლიგარქისთვის საფრთხეს, სწორედ ამიტომ ცდილობს ის, რომ როგორმე გაანეიტრალოს სამოქალაქო აქტიურობა.
არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიტუაციაში ივანიშვილის რეჟიმმა დააკავოს უფრო მეტი ადამიანი, ასევე შეეცადოს იგივე ოქრუაშვილის მაგალითზე, ნიკას მაგალითზე, ხაზარაძის მაგალითზე, გააგრძელოს პოლიტიკური ველის მოსუფთავება, ისევე როგორც დასაჯოს თავისუფლების მოყვარული ადამიანები, მაგრამ რეალურად არავითარ პოლიტიკურ რეპრესიას, ადამიანების დასჯას არცერთ ქვეყანაში არ მოუტანია შედეგი,“-აცხადებს ხატია დეკანოიძე.
მასალის გამოყენების პირობები






