აჭარის უზენაესი საბჭოს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ოზურგეთის პოლიციაში თითიდან გამოწოვილი მიზეზით დაიბარეს - ლევან ვარშალომიძე
პოლიტიკა - 11:32, 28 Jul, 2019     651

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის ოზურგეთის პოლიციაში დაბარების ფაქტს ლევან ვარშალომიძე საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამოეხმაურა.

„დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ დაამყარა დიქტატურა. ნაცვლად იმისა, რომ პასუხისგებაში მისცემოდნენ გავრილოვის ღამის შემოქმედები, ბიძინა ივანიშვილმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და აპატიმრებს მათ.

დღეს, 12:00 საათზე, სისხლის სამართალის კოდექსის 187-ე მუხლით აღძრულ საქმეზე ბრალის წარდგენის მიზნით ოზურგეთის პოლიციაში დაბარებულია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, რომელსაც ბრალი უნდა წარუდგინონ თითიდან გამოწოვილი მიზეზით, თითქოს მან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის სათვალთვალო კამერა და ამით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მილიარდერ ოლიგარქს.

მსგავსი სისხლის სამართლის საქმეები წარმოებს მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთში.

სინამდვილეში საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად ესმის, რომ ხელისუფლება აგონიაშია და იგი გამოსავალს ხედავს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებსა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრაში.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას. არავის ეშინია არც სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და არც დაპატიმრების.

მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს: თუ კიდევ შერჩათ ადეკვატურობის ნიშან-წყალი, დაუყოვნებლივ ხელი აიღონ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, თანამდებობიდან გადააყენონ სისხლიანი გახარია და პოლიტიკურ ოპონენტებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც შევთავაზებთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმას.

ეს გეგმა მდგომარეობს შემდეგში:

1. დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ 20-21 ივნისის აქციის გამო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანები;

2. დაუყოვნებლივ გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და მოწესრიგდეს საარჩევნო კანონმდებლობა, რაც საფუძველს მოგვცემს ქვეყანაში დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნების ჩატარებისა;

3. ამის შემდგომ დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

წინააღმდეგ შემთხევაში, საფრთხე ემუქრება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ ამ ქვეყნის მომავალსა და მის დასავლურ კურსს, რასაც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42