საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით National Geographic-ის მკვლევარის ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი იწყება, სასამართლოში იმყოფებიან ლორთქიფანიძის ოჯახის წევრები და მეგობრები.
ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი, გიორგი გელხაური სასამართლოში შუამდგომლობა დააყენებას აპირებს, რომლის თანახმადაც ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეუფარდონ. თუმცა, ადვოკატის თქმით, თუ მის შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს მოსამართლე, მხარე მზად არის, გადაიხადოს გირაოს სახით 10 ათასი ლარი.
„არ არსებობს საფუძველი იმის, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდოს პატიმრობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე დავაყენებთ პირად თავდებობას, სადაც საკმაოდ ცნობადი პირები უდგებიან თავდებში ბეჟან ლორთქიფანიძეს, ალტერნატივის სახით ასევე, შევთავაზებთ გირაოს,“ - განაცხადა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






