"უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკაში ახალი მიკროჰესი აშენდება" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:30, 27 Jul, 2019     676
„უშუქო სოფლების პროგრამის ფარგლებში როშკას ელექტროფიცირებისთვის ვაკეთებთ არსებული მიკროჰესის რეაბილიტაციას და ასევე, გაისად, ჩვენი ენერგეტიკის განვითარების ფონდი დააპროექტებს და დააფინანსებს ახალი მიკროჰესის მშენებლობას" - ამის შესახებ ნათია თურნავამ, ხევსურეთში, სოფელ როშკაში ადგილობრივ მოსახლეობას განუცხადა. ეკონომიკის მინისტრი ხეობაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, შალვა კერესელიძესთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად იმყოფებოდა.


„სოფელ როშკაში და ამ ხეობის სხვა მიმდებარე სოფლებში იქნება ახალი გზა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშენებს, იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი. „აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას შეეძლება გააფართოვოს და დაამატოს ახალი საოჯახო სასტუმროები, ასევე მოიპოვონ დაფინანსება სოფლის მეურნეობის პროგრამების დახმარებით. მათ ასევე ექნებათ საიმედო ელექტრომომარაგება ახალი მიკროჰესების მშენებლობის შედეგად" - აღნიშნა ნათია თურნავამ სოფელ როშკაში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მინისტრის შეფასებით, მთლიანობაში, ეს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის იმ კუთხეს, რომელზეც ისედაც საკმაოდ მაღალი ინტერესია. „რა თქმა უნდა, ამ ძალისხმევის შედეგად ხეობა მეტად განვითარდება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და გაჩნდება მეტი დოვლათი და შემოსავალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42