"ივანიშვილმა 2 განკარგულება გასცა ოქრუაშვილის დაკავება და სამხარაულის ბიუროს გაუქმება... ოქრუაშვილის საქმე ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც მელიასი" - მურთაზ ზოდელავა
პოლიტიკა - 16:48, 27 Jul, 2019     1488
“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში, ისევე როგორც ნიკა მელიას შემთხვევაში ბრალდების მხარეს რეალური მტკიცებულებები არ აქვს. ზოდელავა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის რუსთავი2-თან დაკავშირებით გაფორმებულ დოკუმენტს უკავშირებს. ზოდელავას თქმით, სამხარაულის ბიუროში დადგინდა რომ დოკუმენტზე ნამდვილად ხალვაშის ხელმოწერა იყო:


„გუშინ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ ოქრუაშვილის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა და მიიღო მყისიერად და დაუყოვნებლივ, რადგან მას შეატყობინეს იმის შესახებ, რომ ხელმოწერა ნამდვილად ქიბარ ხალვაშის იყო, იმ ერთ-ერთ დოკუმენტზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა წარადგინა სამხარაულის ბიუროში და როგორც შიდა წყაროები სახელისუფლებო, კულუარული წყაროები იტყობინებიან, გაიცა ორი განკარგულება გუშინ ივანიშვილის მიერ, ეს იყო, ერთი, დაუყოვნებლივ იქნას დაკავებული ოქრუაშვილი ნებისმიერი ფორმით და ასევე, გაუქმებული იქნას მთლიანად სამხარაულის ბიურო, რადგან მას მოახსენეს, რომ სამხარაულის ბიუროში დადგინდა, რომ ეს ხელმოწერა იყო ავთენტური.“ - განაცხადა ზოდელავამ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადგინა, რომ ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილი სკანდალური დოკუმენტი, რომელსაც ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა ახლავს, ნამდვილია და დასკვნის გაყალბებაზეც უარი განაცხადა, ივანიშვილი ბიუროს გაუქმებით დაემუქრა. რა მიზეზებს მოიფიქრებს ოლიგარქი „სამხარაულის ბიუროს“ დასასჯელად ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას "ქართუ ოცნებაშიც" ეწინააღმდეგებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42