"ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს" - აქცია #სირცხვილია -ს ორგანიზატორები მიმართვა
პოლიტიკა - 13:54, 27 Jul, 2019     789
აქცია #სირცხვილია -ს ორგანიზატორები მიმართვას ავრცელებენ. მათი თქმით, 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების პატიმრობა შურისძიებას ჰგავს - შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს. მათ იმ შემთხვევების მაგალითები მოჰყავთ, როდესაც ხელისუფლება ლმობიერი აღმოჩნდა მისადმი ლოიალურად განწყობილი მოძალადე პირების მიმართ:


"ჩვენთვის, აქცია #სირცხვილია -ს ორგანიზატორებისთვის, კანონი უზენაესია, ხოლო უზენაესი კანონი კონსტიტუციაა, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ სულისკვეთების საწინააღმდეგოდ, ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატის შემოშვება და შემდეგ მისი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასმა იყო ის, რამაც 20 ივნისს პარლამენტის წინ შეგვკრიბა.

20 ივნისს, ხელისუფლებამ, სპონტანურად შეკრებილი მრავალათასიანი აქციის პირისპირ სპეცრაზმი დააყენა. ეს ნაბიჯი, ჩვენი აზრით, იყო გამიზნული პროვოკაცია.

ცალსახა კანონდარღვევა იყო ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის ყოველგვარი გაუფრთხილების გარეშე დაწყება, რაც მალევე, ადამიანებზე ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიებით ნადირობაში გადაიზარდა.

იმ ფონზე, როცა პოლიტიკური ხელისუფლება მომხდარის გამო არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს შს მინისტრ გიორგი გახარიას,

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა მასობრივი დაპატიმრებების ტალღა კანონის უზენაესობის პატივისცემის არგუმენტით ვერ შეიფუთება იმ ფონზე, როცა გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება ლმობიერი აღმოჩნდა მისადმი ლოიალურად განწყობილი მოძალადე პირების მიმართ: 2013 წლის თებერვალში - ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, 2013 წლის 17 მაისს - რუსთაველის გამზირზე, 2016 წლის მაისში - კორცხელში, 2019 წლის ივნისში - პანკისში და ა.შ..

გვითხარით, ზემოთ ნახსენებ რომელ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება იმავე ან მსგავსი მუხლებით მაინც, რასაც 20 ივნისის დემონსტრანტებს ედავებიან? ამ ამბების რომელი მონაწილის ან ორგანიზატორის მიმართ იქნა გამოყენებული საპატიმრო ღონისძიებები ან სასჯელი?

ჩვენ გვახსოვს, რომ ბიბლიოთეკასთან ძალადობა 100-ლარიანი ჯარიმებით დასრულდა;

ჩვენ გვახსოვს, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" დარბევაში მონაწილე პირები პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს;

ჩვენ გვახსოვს, რომ 17 მაისს მოძალადე კონტრაქციის მონაწილეები წვრილმანი ჯარიმებით გათავისუფლდნენ;

ჩვენ გვახსოვს, რომ კორცხელელ ზონდერებს არცერთი დღე არ გაუტარებიათ პატიმრობაში;

ჩვენ გვახსოვს, რომ "ქართული მარში" დღემდე დაუსჯელად დადის და ბედავს, ანტისაოკუპაციო აქციის წინააღმდეგ მობილიზდეს, ხოლო ლევან ვასაძე, რომელიც ვერის ბაღში მოძალადე რაზმს აყალიბებდა, არათუ დააკავეს ან ბრალი წაუყენეს, არამედ 600,000 ლარიანი აგროკრედიტიც კი გამოუწერეს, ისევ ბიუჯეტისა და ღარიბი ხალხის ხარჯზე.

ამ ვითარებაში, "ქართული ოცნების" მიერ დანერგილი სტანდარტის გათვალისწინებით, გავრილოვის ჩამოსვლით გაღიზიანებული და აღშფოთებული მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნა ლამის განზრახ მკვლელობის ტოლფასი, უმძიმესი მუხლებით არის შერჩევითი სამართალი.

დაკავებულთა რიგებში არიან ადამიანები, რომელთაც წარსულში არანაირი ძალადობრივი ქმედება არ განუხორციელებიათ. ისინი ცხოვრობდნენ მშვიდობიანად მანამ, სანამ მთავრობა ოკუპანტ გავრილოვს საკანონმდებლო ორგანოში სხდომას წააყვანინებდა. ეს ადამიანები მუშაობდნენ ქვეყნისთვის, იხდიდნენ გადასახადებს, თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის განვითარებასა და მშენებლობაში, ახლა კი ისინი უვარგისი სასამართლოს გადაწყვეტილებებით სხედან ციხეში, მათ შორის შსს-ს მიერ გავრცელებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეოების საფუძველზე.

მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები არავითარ საფრთხეს არ უქმნიან სამოქალაქო საზოგადოებას, არ არსებობს მათი დაკავების არანაირი საჭიროება და თავისუფლადაა შესაძლებელი, სასამართლო პროცესამდე მათი სახლში გაშვება. ამ პირთა პატიმრობა შურისძიებას ჰგავს - შურისძიებას იმისთვის, რომ ხელისუფლებას გავრილოვის ფიანდაზით მასპინძლობა ვერ აპატიეს.

ასევე, უცვლელი რჩება ჩვენი მთავარი მოთხოვნა. მოვითხოვთ, რომ "გავრილოვის ღამის" მთავარი დამნაშავე და შემოქმედი, შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადებით იღებს ხელფასს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს გაზრდის გამოძიების წნეხის გარეშე ჩატარების ალბათობას და დატოვებს ნაკლებ კითხვას საზოგადოებაში, მიმდინარე მოვლენებისა და გამოძიების სამართლიანობასთან დაკავშირებით."- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42