„დედას ციხიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გოგიტა მკვდარია“ - გლდანის ციხეში პატიმარი შემოაკვდათ? – „შაბათის კურიერის“ სკანდალური სიუჟეტი (ვიდეო)
პოლიტიკა - 21:55, 27 Jul, 2019     4302

„შაბათის კურიერი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გლდანის ციხეში 37 წლის პატიმარი შემოაკვდათ, რომელსაც სასჯელის ვადა უახლოეს მომავალში უმთავრდებოდა.

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის გლდანის ციხეში შემოაკვდათ. გასულ კვირას ოჯახს, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულის გათავისუფლებას დღევანდელ პროცესზე ელოდა, დაურეკეს და უთხრეს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი 37 წლის გოგიტა ჯავახიშვილი გარდაცვლილია და ის უნდა გადაასვენონ.

ციხის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ პატიმრის სიკვდილის მიზეზი გულის შეტევაა, ოფიციალურ ვერსიას არ ენდობდა ოჯახი. ნათესავები დარწმუნებულები არიან, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარი ბადრაგს ცემის დროს შემოაკვდა.

"ბავშვს თავი აქვს გადახსნილი... ბეჭებზე დალურჯებული აქვს... თავზე რომ სისხლი გამოსდის, ეგ კი დავინახე, გაჟღენთილიც არის ტახტი,“ - ამბობს გარდაცვლილის დედა."

საქმეში რამდენიმე საეჭვო გარემოებაა. ჭირისუფლები „კურიერთან“ ყვებიან, რომ ცხედრის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს ძალადობის ნიშნები თავისა და ზურგის არეში. მათივე მტკიცებით, სხეულზე არსებული გვამური ლაქები მეტყველებდა იმაზე, რომ გოგიტა ჯავახიშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს გვიან შეატყობინეს.

ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი პოლიციამ მაისში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დააკავა. მას შემდეგ დაკავებული აღარავის უნახავს. აღკვეთი ღონისძიებაც დაუსწრებლად შეეფარდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ ბრალდებული ჯერ სხვა პატიმრებთან ერთად ჰყავდათ, კონფლიქტის გამო კი სამარტოო საკანში გადაიყვანეს.

იხილეთ ვრცლად ვიდეო: rustavi2.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42