საოკუპაციო რეჟიმი სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას და რუსეთიდან ფრენების დაწყებას გეგმავს - აფხაზეთი როსტოვის საჰაერო ზონაშია შეყვანილი
პოლიტიკა - 10:55, 27 Jul, 2019     1472
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებისთვის აღდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კი ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქნა მიღებული, თუმცა ზუსტი თარიღი არ დასახელებულა. ე.წ მინისტრებმა მხარი დაუჭირეს აეროპორტისთვის ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსის მინიჭებას, რომელიც მათი თქმით საშუალებას მისცემს აეროდრომი გამოყენებული იქნას როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე სამხედრო, საგანგებო, სანიტარული და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ. აეროპორტის რეორგანიზაციის პროექტს რუსი ინვესტორი აფინანსებს.


ე.წ მთავრობის სხდომაზე მიღებული იქნა აეროპორტისთვის კოდის მინისჭების პროექტიც. საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ხელისუფლება შეთანხმდა რომ სოხუმის აეროპორტს მიენიჭება 4-ასოანი კოდი URAS. საიადანაც U- საერთოა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, R- ნიშნავს რომ აეროპორტი შედის როსტოვის საჰაერო ზონაში, A- აფხაზეთი და S- სოხუმი.

დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, როსტოვის საჰაერო ზონაში ყოფნა აფხაზეთს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ფრენების საკონტროლო ცენტრით და სადისპეჩერო სამსახურით.

ხაჯიმბას თქმით, ის რომ სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონასაა მიკუთვნებული ეს რესპუბლიკის სუვერენიტეტს არ ზღუდავს.

ე.წ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნათქვამი იყო ისიც, რომ მათ უკვე ჰყავთ 4 დისპეჩერი, რომლებმაც განათლება რუსეთში მიიღეს აფხაზეთის ე.წ თავდაცვის უწყების დაკვეთით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42