TBC-ის დამფუძნებლების ადვოკატი პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას გაასაჩივრებს
პოლიტიკა - 20:40, 26 Jul, 2019     899
TBC-ის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას გაასაჩივრებს.

კორძაძე აცხადებს, რომ სასამართლომ ამ ნაწილში აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენი აზრით, აბსურდული გადაწყვეტილება, რაც ამ ნაწილში, რაც მოთხოვნა იყო პროკურატურისგან, ის რატომღაც გაიზიარა, ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა, ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ არ დადიან იმისთვის, რომ დრო გაატარონ, არამედ ეს არის მათი სამუშაო რეჟიმი, თან იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტი არის ისეთ ფაზაში, როცა ძირითადად მიმდინარეობს, ისეთ საკითხებზე მუშაობა, რასაც ჰქვია ინვესტორებთან მუშაობა. ადამიანებს აუკრძალო საზღვარგარეთ გადაადგილება, თან იმ მოტივით, რომ შეუთანხმოს ეს პროკურატურას, ანუ პროკურატურას ჰქონდეს დისკრეცია იმის, რომ მისცეს ან არ მისცეს ნებართვა, რა უნდა ქნას პროკურატურამ ძალიან მაინტერესებს, გადაშალოს და თქვას, ახლა გაგიშვებ, ახლა არ გაგიშვებ და ეს დატოვა ძალაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ამას გარდა, ადვოკატის თქმით, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, პროცესს დაზარალებული არ ჰყავს.

„დაზარალებულთან დაკავშირებით პროკურატურამ განმარტა, რომ მათი აზრით, საქმე ხანდაზმულია ერთ ნაწილში, შესაბამისად, დაზარალებული არ ეყოლება "თიბისი ბანკის" სახით და ზოგადად, დაზარალებული ეს არის ფულად საკრედიტო სისტემა და ამიტომ დაზარალებული საქმეში არ იქნება,“ - განაცხადა ადვოკატმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42