"დღეს ვართ სიტუაციაში, როდესაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, თქვენ იცით, ვინ ეს პირი"- ხაზარაძე
პოლიტიკა - 19:45, 26 Jul, 2019     939

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გირაოთი მას ვერ შეაშინებენ.

როგორც თიბისი ბანკის თაბმჯდომარემ განაცხადა, ქვეყანას ერთი ადამიანი მართავს, თუმცა მან კონკრეტული გვარის დასახელება არ ისურვა და თქვა რომ "ეს ყველამ იცის".

"ვართ სიტუაციაში, როდესაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე, თქვენ იცით, ვინ არის ეს ერთი პირი, ის არის დირიჟორი და შემსრულებლები ჰყავს ძალიან ცუდი... გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს. ეს დამთავრდება, ესენი წავლენ სახლში, სისტემა დაინგრევა ძალიან მალე"- აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ორგანიზაციაში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია.

"ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად, კლანურ და ნეპოტისტურ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი, დღეს ვართ სიტუაციაში, როცა ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე, ეს პირი იცით, ვინც არის, ეს არის დირიჟორი ამ ქვეყნის, რომელსაც ჰყავს უცოდინარი შემსრულებლები. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით, მე პირადი ბოღმა კი არ მაქვს ჩადებული, მე ბრძოლას გავაგრძელებ, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს.

ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე. ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ის მოტყუებული ხალხი, რომელმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაც შეიძლება, მივიღეთ აბსოლუტური უკიდურესობა. ეს დამთავრდება.

კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა. ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ყოველთვის ვცდილობდი, არ მეთქვა ის, რაც გულში მქონდა.

მნიშვნელოვანია, რომ შენი პოზიციის გამო ვიღაცის ინტერესი არ დააზიანო, დღეს დავინახე სრული ჭაობი, პროკურატურის მხრიდან უცოდინარობის პიკი. ერთ-ერთი გოგონა, პროკურორი, რომელსაც შეუძლია 5 წუთიანი ბრიფინგით ქართულ ეკონომიკას ცელი გამოუსვას და 5 მილიარდი ლარის ზიანი მიაყენოს და ამაზე მას და მის ხელმძღვანელებს პასუხს არ სთხოვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს,“ -აღნიშნა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42