"P-8 პოსეიდონმა" შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად წვრთნები ჩაატარა.
"საზღვაო პატრულირების ავიახომალდის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ორი ქვეყნის მტკიცე სამხედრო პარტნიორობას," - ნათქვამია აშშ-ის საეჩოს მიერ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
Boeing P-8 Poseidon - Boeing 737-ის ბაზაზე შექმნილი საპატრულო, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო მრავალფუნქციური თვითმფრინავია. იგი წყალქვეშა ნავების აღმოჩენისა და განადგურებისთვისაა შექმნილი. პოსეიდონი გამოიყენება ასევე წყალსზედა სამხედრო ხომალდების საწინააღმდეგოდ და სამაშველო ოპერაციებისთვისაც გამოიყენება.
Boeing P-8 Poseidon-ს 9 70ნმდე სამხედრო აღწურვილობის გადატანა შეუძლია. მას 5 შიფა და 6 გარე ბომბამზიდი მოწყობილობა აქვს, რომელზეც სხვადასხვა ტიპის შეიარაღება შეიძლება დამაგრდეს. კერძოდ - AGM-84 ჰარპუნი, Mark 54 ტორპედო. საზღვაო ნაღმები და ავიაბომბები.
თვიოთმფრინავის მაქსიმალური სიჩქარე 907 კმ/სთ-ია, კრეისერული სიჩქარე - 815 კმ/სთ, საპატრულო სიჩქარე - 333 კმ/სთ 60 სიმაღლეზე. საბრძოლო რადიუსი - 3 700 კილომეტრია. გადაფრენის მანძილი - 8 300 კმ. პრაქტიკული ჭერი - 12 500 მ.
აშშ-ის შეიარაღებაში ამ ტიპის 89 თვითმფრინავია და 2022 წლამდე მათი რიცხვი 122-მდე გაიზრდება. ამავე დროისთვის დიდი ბრიტანეთს 9 "პოსეიდონი" ეყოლება. ეს ავიახომალდები "ბოინგს" ასევე ავსტრალიამ, ნორვეგიამ, ინდოეთმა და ახალმა ზელანდიამ დაუკვეთა.
მასალის გამოყენების პირობები






