ომბუდსმენი სალიას და "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებს შეხვდა - მედიის წარმომადგენლები სარედაქციო დამოუკიდებლობას ითხოვენ
პოლიტიკა - 18:40, 26 Jul, 2019     756
სახალხო დამცველი სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებსა და "რუსთავი 2-ის" ახალ გენერალურ დირექტორს შეხვდა. საუბრის თემა "რუსთავი 2-ის" სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტების დამოუკიდებლობა იყო.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. მისი თქმით, მედია ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან ერთად ეცდება შექმნან ისეთი მექანიზმი, რომელიც სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების გარანტია იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ არხის მესაკუთრემ უარყო ის ვერსია, ის ფორმატი, რაც მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ამ არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს, მაინც განეხილათ ალტერნატივა ან რაღაცა ფორმატი, რომელიც დაიცავდა, ერთი მხრივ, ჟურნალისტებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც ბრალდებებისგან, რომ ისინი ერევიან სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

ვაპირებ, ამ მიმართულებით გავაგრძელო მეც მუშაობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ექსპერტებისა თუ ჟურნალისტების ჩართულობით, რა მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომ ეს არ იყოს მხოლოდ სიტყვები,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა მიაწოდეს ინფორმაცია და უთხრეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაა.

პაატა სალიას განცხადებით კი, ის მზად არის, ისაუბროს კონკრეტულ ბერკეტებსა და გარანტიებზე, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც მას არხის ჟურნალისტებმა შესთავაზეს.

"მე ყველანაირ ბერკეტზე შემიძლია ვისაუბრო იმ რეჟიმში, რომ ეს იქნება კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტური. ამ ეტაპამდე არავის არანაირი პრობლემა არ შექმნია, დამეთანხმება არხის ყველა ჟურნალისტი. რაც შეეხება ეფექტურ საშუალებებს იმისთვის, რომ მოხდეს არხის ეფექტურად მუშაობას, ვგულისხმობ, თუნდაც დამოუკიდებლობას ჟურნალისტების ყველაფრის განხილვა შეიძლება. ბორდი იქნება ეს თუ რა იქნება განსაზღვრული არ არის" - განაცხადა პაატა სალიამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42