"თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარეს მიმართა და წარდგენილ ბრალს აბსურდი უწოდა.
„აბსურდული ბრალია და მიზანმართული შეტევაა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე და ეს გრძელდება 8 თვეა პროკურატურის მხრიდან. ეს ადამიანები ასრულებენ დაკვეთას, რომ ხელი შეუშალონ მნიშვნელოვან პროექტს. გუშინწინ, მთელმა ქართულმა ეკონომიკამ მილიარდ ლარამდე იზარალა. აქ ითხოვენ 2 მილიონს გირაოს სახით. მათი მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, უცხოეთში არ გავიდეთ, პირდაპირ მიმართულია იმაზე, რომ ის ხელშეკრულებები, რომელიც დავდეთ, ბოლომდე არ მივიყვანოთ და დისკრედიტირებულები ვიყოთ პარტნიორებთან.
ეს არის სირცხვილი, ქვეყნის მიმართ მიზანმიმართული, დანაშაულებრივი ქმედება. მე გპირდებით, დადგება დრო, ვინც თქვენ უკან დგას, ვინც ამ დავალებებს გაძლევთ, ძალიან სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ. მილიონი ლარი გამაჩერებს და დამაკავებს? ეს არის აბსურდული", - განაცხადა ხაზარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






