საქართელოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ადვოკატებს აპარატთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"ნამდვილად აღძრავს ეს საქმე შეკითხვებს; რატომ დღეს როდესაც ეს ტრანზაქცია განხორციელდა 11 წლის წინ, საიდან დაიწყო და პრინციპში ვიცით, ვისი მოთხოვნითაც დაიწყო მოკვლევა ამ საქმესთან დაკავშირებით. თავდაპირველად ეს იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახური, თუმცა საიდან გახდა მათთვის ცნობილი, ან რატომ დაინტერესდნენ 10 წლის შემდეგ ამ ტრანზაქციით, ეს მე როგორც საზოგადოების ნაწილს, მაინტერესებს. ხომ არ უკავშირდება ეს ხაზარაძის მიერ ირიბად გაცხადებულ პოლიტიკურ ამბიციებს. მივმართავ ხაზარაძესა და მის ადვოკატებს, ითანამშრომლონ ჩვენთან და მოგვაწოდონ საქმის მასალები, რათა უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შევძლოთ" - აღნიშნა ომბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






