"ქიბარ ხალვაშთან კულუარულ მოლაპარაკებას არ ვაპირებ... პესიმისტური მოლოდინი მაქვს"- დავით დვალი
პოლიტიკა - 16:14, 26 Jul, 2019     761
"რუსთავი 2“ უნდა დარჩეს კრიტიკული აზრის ფლაგმანად"- ამ მოსაზრებით აპირებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან შეხვედრას.

აქიმიძე ამბობს, რომ „რუსთავი2“-ს ამ პროცესში აქვს მოვალეობა და საკუთარი როლი.

„არაფერ შუაში არ არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა. ბოლოს და ბოლოს ჩვენმა საზოგადოებამ დაიმსახურა, რომ ეს მანკიერი წრე გაარღვიოს და უნდა განვითარდეს საინფორმაციო პროცესიც, პოლიტიკური პროცესიც და ეს ქვეყანა უნდა დაემსგავსოს ქვეყანას და "რუსთავი 2"-ს ამ ყველაფერში აქვს მოვალეობაც და როლიც. ჩვენც შევეცდებით, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ,“-ამბობს აქიმიძე.

დავით დვალს ქიბარ ხალვასთან შესაძლო შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს.

„მე მგონია, რომ უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ვაცადოთ, შედარებით პესიმისტური მოლოდინი მაქვს, მაგრამ წინასწარ არ მინდა პროგნოზის გაკეთება. ორშაბათს შემეძლება გაცხადება ჩვენი პოზიციის ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მე არაფერ საკითხს არ ვაყენებ. მოვუსმენთ ქიბარს რას იტყვის, აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ ქიბარს აქვს 100% და მან თქვა, რომ შეთავაზების გაკეთებას აპირებს, ამან უნდა გაიჟღეროს და ჩვენგან იქნება პასუხი. უკვე უდის სუნი, რომ მთლად ის არ არის წინადადება, მაგრამ მოდი ვაცალოთ ორი დღე. მზად ვარ შეხვედრაც ღია იყოს, არ ვაპირებ კულუარულ მოლაპარაკებას.

„რუსთავი2“ უნდა დარჩეს კრიტიკული ტელევიზიის ფლაგმანად. ის უნდა იყოს ნამდვილი მეოთხე ხელისუფლება, იქნება ძალიან დიდი დარტყმა, არამხოლოდ მასმედიისთვის, მთელი ქვეყნისთვის თუ ეს მონაპოვარი დაიკარგა,“-ამბობს დვალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42