„ამ თემების დაკავშირება იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც არ სურს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს“- ბახტაძე ხაზარაძის საქმეზე
პოლიტიკა - 15:42, 26 Jul, 2019     800

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამ პროექტის ინიციატორი სწორედ მისი გუნდი იყო. ბახტაძის განცხადებით არასწორია ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმისა და ანაკლიის პროექტის თემების დაკავშირება:

„მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ თავადაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროექტში წლების განმავლობაში. ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებად უნდა მოხდეს და მოხდება. მე ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო და ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც არ სურს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტზე. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულების აღება, იქნებოდა ეს ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42