პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძემ პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის "ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმარს" უწოდებს.
მისი თქმით, ოპოზიციისა და ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.
"ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის. ჩვენც ვნახეთ ის კადრები, იქ არაფერი არ ჩანს, არც შეჭრა, არც ძალადობა, არც სახელმწიფოს გადატრიალება და არც კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობა. ეს არის სრული სიცრუე. როგორც ჩანს, ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, ქართველი ხალხი და ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პოლიტიკური ბანდა სხვა რეალობაში. ფაქტი ერთი გვაქვს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საბაბი, რა თქმა უნდა, არის 20-21 ივნისის მიტინგი, მაგრამ რეალური მიზეზი არის „რუსთავი 2“-ის საქმე. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავაკავშირებთ ამ საკითხს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დღეს ირაკლი ოქრუაშვილი არის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის“, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






