"გარდაბნის თბოსადგური2 იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას" - თურნავა
პოლიტიკა - 14:35, 26 Jul, 2019     888

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს თბოელექტოსადგურ გარდაბანი1-ს მუშაობას და თბოელექტროსადგურ გარდაბანი2-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ნათია თურნავას ინფორმაციით, მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სადგური წლის ბოლოს, ან ყველაზე გვიან, 2020 წლის დასაწყისში უკვე მწყობრში შევა. ნათია თურნავასთან ერთად თბოელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები მისმა მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაათვალიერეს.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასამტკიცებლად „პირველ რიგში, ეს არის ახალი ჰიდროსადგურები, რომლებიც ჩვენ საკუთარ რესურსებს ეყრდნობა, მაგრამ ამავდროულად ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და შეუჩერებელი და ხარისხიანი ენერგომომარაგებისთვის მნიშვნელოვანია თბოსადგურებიც, ეს არის საბაზისო სიმძლავრე", - აღნიშნა მინისტრმა.

შპს „გარდაბნის თბოსადგური" 2015 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მისი სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, ოპტიმალური საექსპლუატაციო დანახარჯით ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგომწარმოებელია, რომელმაც 2017 წელს 1,171,145,129 კვტ/სთ ენერგია გამოიმუშავა, რაც ქვეყანაში გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 10%-ზე მეტია.

"გარდაბნის თბოელექტროსადგური 2"-ის მშენებლობას საფუძველი 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა, აქტიური სამშენებლო ფაზა კი 2017 წლის ზამთარში დაიწყო. გარდაბნის თბოსადგურისგან განსახვავებით, ახალ თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან'' გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვება. სადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის'' (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით.

მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" შიდა რესურსებით მოხდება, თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს. „ეს იქნება დამატებითი სიმძლავრე, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, სადგური უახლესი ტექნოლოგიებით შენდება და ჩვენ მალე მივიღებთ ამ შესანიშნავ ობიექტს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42