9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცეს
კულტურა - 14:34, 26 Jul, 2019     2517

26 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს ესტუმრა გამორჩეული ნიჭისა და საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიით დაინტერესებული, წალენჯიხის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქაიან ბელქანია, რომელიც სოციალური ქსელით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი მოსწავლე ახალგაზრდებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციაა. ამიტომ, ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურად დაუცველ ნიჭიერ მოსწავლეს, რომ გაიფართოვოს ცოდნა მისთვის საინტერესო სფეროში.

შესაბამისად, ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, მას საჩუქრად გადასცა ტელესკოპი და წიგნები, ლიტერატურა ასტრონომის სფეროს შესახებ. თუმცა ეს ერთჯერადი აქტი არ იქნება და ფონდი გაუწევს მას შემდგომ დახმარებას, ხელს შეუწყობს, რათა გაიფართოვოს ცოდნა მისთვის საინტერესო სფეროში. კერძოდ, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე, სადაც იგი შეძლებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი, მაია თოდუა, რომელმაც ქ.ბელქანიას გადასცა წიგნი და ასწავლა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი, რათა მან შეძლოს დაკვირვება ციურ სხეულებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42