"ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, რუსთავი2-ის როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას, მისი საინფორმაციო კურსის შეცვლა, იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა" - დვალი და აქიმიძე
პოლიტიკა - 14:25, 26 Jul, 2019     1297
ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი გუშინ საღამოს „რუსთავი2“-ის ამჟამინდელ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შეხვდნენ. ამის შესახებ დავით დვალმა პარლამენტში გამართული მოსმენისას განაცხადა. დვალის თქმით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ქიბარ ხალვაშთანაც შეხვედრა. დვალმა იმ წითელ ხაზებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც მას და ჯარჯი აქიმიძეს ამ მოლაპარაკებებში ექნებათ, დვალის თქმით, ისინი არ მიიღებენ არანაირ წინადადებას, თუ მათ არ ექნებათ ბერკეტი რომ რუსთავი2-ის სწორი მიმართულებით სვლა გააგრძელონ:


„ეს ჩვენ მივიღეთ, როგორც მოსამზადებელი შეხვედრა, სავარაუდოდ ჩვენ შევხვდებით ქიბარ ხალვაშს და ვილაპარაკებთ, ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რაც მაშინ ითქვა, ეს ალბათ ყველამ კარგად იცის და ქიბარიც იმეორებს, რომ ყველამ კარგად იცის, არ ვიცი. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა იმის მერე ქვეყანაში. ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყანა სრულიად სხვა მიმართულებით მიდის და არა იქით საითაც სასურველი იყო, გვინდოდა და გვესახებოდა, რომ იქნებოდა მეტი თავისუფლება, დემოკრატია, მეტი დასავლეთი და დასავლური ფასეულობები. სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავთ და ვხედავთ, რომ პირიქით, ხდება ბრძოლა სიტყვის თავისუფლებასთან, ეს ბრძოლა თანდათან ძლიერდება და თან ხდება ბრძოლა დასავლურ ფასეულობებთან, ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს. ეს ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, როდესაც მე, ჯარჯი და ეროსი ტელევიზიას ვაარსებდით ძალიან მკაფიო ფასეულობები გვქონდა მაშინაც და დღესაც. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური, ცივილური მომავალი, თავისუფალი, მდიდარი საზოგადოებით, სამართლიანი სისტემით და ა,შ. აქედან გამომდინარე ჩვენი ოფიციალური პოზიცია დღესდღეობით არის ასეთი, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, რუსთავი2-ის როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას, ანუ რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა, იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. არ ვგულისხმობ იმ პარტიულ ფონს რომელიც ახლავს და მგონია, რომ მარტივად მოხსნადია. მე თვითონ ჟურნალისტებისგანაც ვიცი, რომ ბევრს ის რაღაც პარტიული მიმართულება, თვითონაც მობეზრებული აქვს. ლაპარაკია იმ ფასეულობებზე, რასაც რ2 აკეთებს, ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ძნელია ვთქვა შეხვედრაზე რა მოხდება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო წითელი ხაზი, რომლის იქით ჩვენ ვერანაირ წინადადებას ვერ მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენ ხელში ბერკეტი და შესაბამისად გარანტია, რომ რუსთავი2 შეინარჩუნებს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის როლს, ჩვენ არ მივიღებთ არანაირ წინადადებას. ეს არ იქნება ან ფინანსური კომპენსაცია, ან რაღაც... ან ჩვენ გვეძლევა ბერკეტი რომ გავაგრძელოთ რუსთავი2-ის სწორი მიმართულებით სვლა, ან ჩვენ ჩავთვლით, რომ რ2 ჩვენ კიდევ ერთხელ წაგვართვა მორიგმა ხელისუფლებამ და კიდევ ერთხელ ქიბარ ხალვაშის ხელით. “- განაცხადა დავით დვალმა. დავით დვალის განცხადებას ელენე ხოშტარიასა და ლევან გოგიჩაიშვილისგან ტაში მოჰყვა.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, ისინი ყველა ლეგალურ გზას რომელიც სამართლებრივ ბრძოლაშია დარჩენილი პარალელურად გამოიყენებენ მიუხედავად ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებებისა.

„რა მოლაპარაკებაც არ უნდა შედგეს და როგორც არ უნდა შევიდეთ ჩვენ ტელევიზიაში, ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმის აღიარებას, რომ სახელმწიფომ თავის დროზე ჩვენს წინაშე ჩაიდინა დანაშაული. ეს ყველაფერი გვჭირდება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს სამართლიანობა და ასევე ჩვენ რომ არ ვიყოთ შინაგანად გარკვეულწილად ვალში, ვიღაცა ადამიანის მიმართ, რომელიც შეიძლება ძალიან კეთილია და კარგია, მაგრამ მასაც არ უნდა ქონდეს ცდუნება, რომ რაღაც გარკვეული პრეტეზია გაუჩნდეს ჩვენს მიმართ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვალდებულები ვართ ერთი რომ წელგამართული შევიდეთ ამ ტელევიზიაში თუ ეს მოხდა, და მეორე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პირნათელნი საზოგადოების წინაშე, რომელსაც ამდენი ხანი ვეუბნებოდით რომ ტელევიზია წაგვართვეს. ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ და არ უნდა დავივიწყოთ.“- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42