პარლამენტში "ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
პოლიტიკა - 13:14, 26 Jul, 2019     738
"თიბისი ბანკისა" და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებისთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU) განცხადებას ავრცელებს.


ორგანიზაცია ამ საქმის შესახებ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

“ბოლო თვეების განმავლობაში, თვალს ვადევნებთ ჩვენი წევრი კომპანიების, თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ორივე კომპანიის საქმიან იმიჯს. ბანკის აქციები პერიოდულად უფასურდება, პორტის მშენებლობა კი, ჩიხშია შესული. ამავე დროს, ყველასთვის ნათელია ანაკლიის პორტის განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც დიდი ხანია გასცდა რიგითი ბიზნეს-პროექტის ჩარჩოებს, შეიძინა საერთო ეროვნული მისია და სპეციალური ჩანაწერითაც დაფიქსირდა კონსტიტუციაში.

ჩვენ თავის დროზე გამოვთქვით შეშფოთება საგამოძიებო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა სახელმწიფო უწყებების ობიექტურობასთან დაკავშირებით. როგორც იმჟამინდელმა, ისე, ბოლო დღეების განცხადებებმა პარტნიორი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, დაგვარწმუნა, რომ აღნიშნულ ეჭვებს ბევრი იზიარებს და სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა დღითიდღე მცირდება.

ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას "ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მოკლე დროში დასრულებასაც.

ცხადია, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგინდება. თუმცა ფაქტია, რომ ამ პროცესმა უკვე დააზიანა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნეს-ჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ამ ზიანის შესაძლო მასშტაბები, გრძელვადიან პერიოდში, სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

შევთანხმდეთ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება, რისი მიიღწევაც შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით.”-აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42