"ბიძინა ივანიშვილი ვერ მიაღწევს იმას, რომ მისი რეპრესიებით და ძალის დემონსტრირებით დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ პარტიებს შორის" - ხათუნა სამნიძე ოქრუაშვილის დაკავებაზე
პოლიტიკა - 12:30, 26 Jul, 2019     903
ოპოზიციური პარტიების ლიდერები „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ერთობლივ განცხადებას აკეთებენ, მათი თქმით ხელისუფლების განცხადება, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით რაიმე მტკიცებულება არსებობს სრული სიცრუეა და ივანიშვილის ხელისუფლება პოლიტიკურ რეპრესიებზე გადავიდა:


„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ეს ქმედებები მიმართულია იმისკენ რომ ძალის დემონსტრირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის დისონანსის შეტანა მოხდეს:

„დღეს ჩვენ აქ ვდგავართ ძალიან განსხვავებული პარტიები ერთმანეთისგან, მაგრამ დღეს ქვეყანაში შექმნილია ისეთი ვითარება და ბიძინა ივანიშვილი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ ყველა პარტია ერთად ვართ. ის ცდილობს დისონანსი შეიტანოს ყველა ჯგუფში და ახლა გადავიდა პოლიტიკურ დევნაზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ ნიკა მელია მარტო პარლამენტში, როდესაც ჩამწკრივებულმა პარლამენტარებმა ხმა მისცეს მისი იმუნიტეტის მოხსნას, ცხადი იყო რომ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებდა პოლიტიკურ რეპრესიებს. მისი მიზანია ამ რეპრესიების დროს დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დილოგში, რასაც ის ხედავს უკვე რამდენიმე ხანია, რომ ჩვენ ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით და ერთად ვდგავართ, ის ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის რეპრესიებით შეაშინებს პოლიტიკურ ფიგურებს, ბიზნესს და ვერ შევძლებთ ჩვენ ერთმანეთთან საუბარს. როცა კითხულობთ, როგორ შეძლებთ ამ ადამიანების დახსნას, პირდაპირ გეტყვით, აგონიაში მყოფი ხელისუფლება, როდესაც ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს, ის გადადგამს ისეთ ნაბიჯებს რომელსაც არც კი ველით, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და მას თუ არ ახსოვს ჩვენ ხომ კარგად გვახსოვს და მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, აგონიაში მყოფი ხელისუფლება, როდესაც ის ასეთ კატასტროფულ ნაბიჯებს დგამს და ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირებით, აუცილებლად მარცხდება საზოგადოებასთან და ეს ასე მოხდება, ჩვენ საზოგადოებასთან ერთად უნდა შევეცადოთ რომ ეს ძვირი არ დაუჯდეს ამ ქვეყანას. სწორედ ამიტომ ვიდგებით ერთად და ბიძინა ივანიშვილი ვერ მიაღწევს იმას, რომ მისი რეპრესიებით და ძალის დემონსტრირებით დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ პარტიებს შორის.“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42