ხელისუფლების ოპონენტები ივანიშვილის მიერ პოლიტიკური ველის მოსუფთავების მცდელობაზე საუბრობენ.
"რა თქმა უნდა ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით, რადგან ოქრუაშვილი გამოვიდა მისი კონტროლიდან, ეხლა ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს იყენებს ეს პუტინის საქმის მკეთებელი ოლიგარქი. ივანიშვილს სწორედ ეს უნდა, რომ არჩევნების წინ გაასუფთავოს ის ველი, რომელიც საარჩევნოდ მისთვის მნიშვნელოვანი,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა გარკვეული ზეწოლის მცდელობებზე საუბრობს.
"ოქრუაშვილის დაკავება პროკურატურას შეეძლო აქამდეც, ამიტომ ალბათობა იმის, რომ ეს კავშირშია იმ ისტორიასთან, რომელიც პარალელურად ოქრუაშვილის ძალიან წინააღმდეგობრივი ჩვენებებით ვითარდება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობა იყოს გამოყენებული ამ თემაზე ზეწოლისთვის,"-აცხადებს გიგი უგულავა.
ეკა ბესელიაც პოლიტიკური მოტივით დაკავებაზე ამახვილებს ყურადღებას და პირდაპირ ამბობს რომ ხელისუფლებამ რეპრესიები გააძლიერა.
"პოლიტიკური მოტივი სხვა არაფერი არ არის თუ არა პოლიტკიკურ მოვლენებთან პირდაპირ დაკავშირებული პირების დაკავება. ჩათვალა როგორც ჩანს ხელისუფლებამ რომ ეხლა შესაძლებელია უფრო მეტად რეპრესიული იყოს სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც მგონია რომ არის დიდი შეცდომა,"-აცხადებს ეკა ბესელია.
მასალის გამოყენების პირობები






