"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
როგორც ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
კემულარიამ ივანიშვილს მიმართა მისი თქმით, სისხლი, რაც გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ოქრუაშვილის დაჭერით.
"ივანიშვილს მივმართავთ! სისხლი, რაც თქვენ გაცხიათ ხელებზე, ვერ ჩამოირეცხება ოქრუაშვილის დაჭერით. მის დაჭერაზე იქნება მაოფლიოს წამყვანი პრესის თუ უფლებადამცველი ორგანიზაციების ძალიან მწვავე რეაქცია. ჩვენ უკვე ძალიან დიდი პოლიტიკური გაერთიანება გვაქვს, ვიქნებით მობილიზებულები და ვითანამშრომლებთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან და მოვუწოდებთ მათ, რომ დავდგეთ ერთად, რადგან აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია" - აღნიშნა კოტე კემულარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






