„თიბისი ბანკის" დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს" - საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო
პოლიტიკა - 16:39, 25 Jul, 2019     551
საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეს განცხადებით ეხმაურება.

"24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზების 11 წლის წინანდელ სავარაუდო ფაქტზე ბრალდება წაუყენა. აღნიშნულ საკითხზე გამოძიება 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, რომლის საფუძვლიანობის შესახებ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. მას შემდეგ აღნიშნული პირების მიმართ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხრიდან ბევრი საეჭვო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვფიქრობთ, რომ ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე.

ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ეცნობოს რა ეტაპზეა „თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პასუხგაუცემელი კითხვები მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში.

მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „თიბისი ბანკისა" და ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, საქართველს ატლანტიკური საბჭო, საფარი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42