აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შოთა უტიაშვილი და ეკა კვესიტაძეც. ისინი მიიჩნევენ რომ აქციას არა გორელები, არამედ მთავრობის მიერ დაქირავებული ტროლების რაზი ატარებს:
„ვინც ნახეთ, გუშინ დავწერე სტატუსი იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს ყველაფერს უთმობს. ვწერდი, რომ ომის შემდეგ, მიუხედავად მისი პლიუს-მინუსისა, საქართველოს დაუგროვდა პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხლა იფლანგება თქო.
ეს პოსტი შეიძლება მოგეწონოს, შეიძლება - არა, დაეთანხმო, ან არ დაეთანხმო, მაგრამ რასაც ახლა მთავრობა აკეთებს, არაფერში არ ჯდება. სახლთან მომისია ტროლების რაზმი, რომელიც იქ ცირკს აწყობს.
შსს-მოაშორეთ აქედან ესენი, სულ ნუ გადავრდებით მარაზმში“- წერს შოთა უტიაშვილი.
მასზე, როგორც რუსთავი2-ის ჟურნალისტზე ზეწოლის განხორციელების მცდელობად მიიჩნევს განვითარებულ მოვლენებს ეკა კვესიტაძე და არასამთავრობო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბაშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ #სირცხვილია პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა დაგაკვირდებით.“- წერს ეკა კვესიტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






