ბარსელონაში მათემატიკის XI საერთაშორისო ტურნირი გაიმართა,სადაც საქართველოს სახელით გიმნაზია აია-ჯესს-ის და კომაროვის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საქართველოში ტურნირის ოფიციალური წარმომადგენელი სწორედ გიმნაზია აია-ჯესსი გახლავთ,რომელიც უკვე ოთხი წელია აღნიშნულ ტურნირში წარმატებით მონაწილეობს.
ტურნირი,რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას,2020 წელს საქართველოში გაიმართება,რაც ჩვენი ქვეყნის,როგორც განათლების სექტორისთვის,ისე ეკონომიკისა და ტურისტული პოტენციალის პრომოუშენისთვის,უმნიშვნელოვანესი პროექტია.
მათემატიკის საერთაშორისო ტურნირი უმაღლეს მათემატიკაში კონკურსის გარდა,მონაწილეთათვის პრეზენტაციის,დებატებისა და რეცენზიების მომზადების უნარების განვითარებას მოისაზრებს. წელს გიმნაზია აია-ჯესს-ის ორგანიზებით,ბარსელონაში უმაღლესი მათემატიკის კონკურსზე, 7 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი წარსდგა.
მასალის გამოყენების პირობები