„მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის ვართ, რაც სრულიად დამსახურებული შეფასებაა" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 14:21, 25 Jul, 2019     703

„საქართველომ ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა გლობალური ინოვაციების ინდექსში, ჩვენ მოვხვდით ტოპ 50-ში, რაც ნიშნავს, რომ ვართ მსოფლიოში ტოპ 50 ყველაზე ინოვაციურ სახელმწიფოს შორის - ეს არის სრულიად დამსახურებული შეფასება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველოს დაწინაურების კომენტირებისას.

ინოვაციების გლობალური ინდექსი 2012 წლიდან ყოველწლიურად ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების ჩვენება. პირველად ინოვაციების გლობალური ინდექსის 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველად მოხვდა ტოპ 50 ქვეყანას შორის, კერძოდ, 48- ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით საქართველოს მაჩვენებელი 11 საფეხურით გაუმჯობესდა.

ნათია თურნავას შეფასებით, ასეთი წინსვლა იმ სიახლეებმა განაპირობა, რომლებიც მთავრობამ ინოვაციების პოლიტიკის მიმართულებით გაატარა. „აქ ძალიან დიდი როლი შეასრულა იმ სიახლეებმა, რაც ჩვენ გავატარეთ ინოვაციის პოლიტიკის თვალსაზრისით, მათ შორის ახალმა მცირე გრანტების პროგრამამ, რაც ახალისებს ინოვატორებს, მხარდაჭერილია კრეატიული იდეები. ეს არის განათლების რეფორმა და ის გარღვევა, რაც ამ სფეროში მოვახდინეთ, ასევე ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ განათლების განვითარების თვალსაზრისით და მრავალი სხვა ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენი შეფასება ესოდენ დაწინაურებულიყო", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42