"რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ნაბიჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია" - გიორგი კანდელაკი
პოლიტიკა - 12:19, 25 Jul, 2019     757

"ევროპული საქართველ" მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 600,000 ევრო (დღევანდელი კურსით მილიონ 900 ათასი ლარის) რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებისთვის დაიხარჯება.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება - მითუმეტეს რომ მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის - არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მაშინ როცა მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას ასევე სრულიად არასწორი პოლიტიკური სიგნალია.

მთავრობისვე ოფიციალური სტატისტიკით, ერთი ბრიტანელი ან გერმანელი ვიზიტორი ხარჯავს სამჯერ უფრო მეტს ვიდრე ერთი რუსი ვიზიტორი. ამის გათვალისწინებით, ევროპული საქართველო იმეორებს მოწოდებას გააფორმოს კონტრაქტი წამყვან დაბალბიუჯეტიან კომპანია „რაინეართან“ რომელსაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და დანაკლისზე ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა თავისუფლად ძალუძს,“ განაცხადა ევროპული საქართველოდან პარლამენტის წევრმა და ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბად გარდაქმნის კონცეფციის ავტორმა გიორგი კანდელაკმა.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს,“ რომელსაც ფრენები ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირობითად მილიონი „გერმანელის“ ჩამოყვანა რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა. მასთან კონტრაქტის ხელმოწერის კიდევ უფრო გაჭიანურება სრულიად გაუგებარია. საზოგადოებას შევახსენებთ რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს რის გამოც „ვიზეარი“ ახალ საკუთარი სურვილის მიხედვით ვერ ამატებს" - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42