"ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პროექტს ასეთი ქმედებების შედეგად მთავრობისგან? რა თქმა უნდა კი" - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე
პოლიტიკა - 10:05, 25 Jul, 2019     1008
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო განვითარებული მოვლენები ანაკლიის პროექტზე აისახება და მას სერიოზულ დარტყმას აყენებს. ლევან ახვლედიანის თქმით, მათ დიდი დრო დასჭირდათ, რათა ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებით ინვესტორების ნდობა კვლავ მოეპოვებინათ, მაგრამ მისი თქმით, არსებულ ვითარებას პროექტის განხორციელების პერსპექტივა ჩიხში შეყავს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია მთავრობის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და ქმედებები. როდესაც ერთის მხრივ მთავრობა მხარს უჭერს პორტის აშენებას, ხოლო მეორეს მხრივ, კონსორციუმის დამფუძნებლების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას იწყებს.


„პროცესები, რომელიც ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ მიმდინარეობს პროკურატურის მიერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლების მიერ მათ წინააღმდეგ, არ შეიძლება ეს გამიჯნო და თქვა, რომ ამას ანაკლიის პროექტთან მიმართებაში შედეგი არ მოჰყვება, ეს არის არასწორი.

ისინი არიან მთავარი სპონსორები ამ პროექტის და შესაბამისად, როდესაც მთავარ სპონსორებს ასეთ მძიმე ბრალდებას უყენებენ, თან უსაფუძვლო ბრალდებებს, აბსოლუტურად უსაფუძვლო თითიდან გამოწოვილი ბრალდებებია.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს პროექტს. იყენებს თუ არა მთავრობა პროკურატურას თავისი მიზნების მისაღწევად, ეს ჩემი განსასჯელი არ არის. ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პროექტს ასეთი ქმედებების შედეგად მთავრობისგან? რა თქმა უნდა კი“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანის თქმით, პორტის ოპერატორი კომპანია SSA Marine-ის მხრიდან გარკვეული ექსკლუზივის ტიპის მოთხოვნებია, რომ ანაკლია გარკვეული პერიოდით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს როგორც ახვლედიანი განმარტავს, წერილი, რომელიც 10 დღის წინ ამერიკული ოპერატორის მხრიდან მიიღეს, ამჟამად მთავრობასთან არის გაგზავნილი. მისივე განმარტებით SSA Marine-ს ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ ჰქონია.

„ჩვენ ოპერატორი შემოვატრიალეთ, რომელსაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ჰქონდა და დღემდე აქვს პროექტის სრულყოფილ მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან და განსაკუთრებით ეს გამოწვეული იყო იმისგან, რომ ცალსახაა, რომ ღრმაწყლოვანი პორტი ერთი უნდა იყოს საქართველოში. ამის ბაზარი არ არსებობს, რომ ორი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს. ის, რაც მაისში მოხდა გამოიწვია ჩვენი ამერიკელი ოპერატორის SSA Marine-ის მხრიდან კითხვის ნიშნები, მათ დამატებითი პირობები წააყენეს​. 10 დღის წინ ჩვენ წერილი მივიღეთ მათი. ასევე მთავრობასთან გვაქვს გაგზავნილი და აქაც მსჯელობა იგეგმება, თუ როგორ მივაღწიოთ კონსესუსს იმ მოთხოვნებზე, რა დამატებითი მოთხოვნებიც დააყენა ოპერატორმა. ეს გარკვეული ექსკლუზივის ტიპის მოთხოვნებია, რომ ანაკლია გარკვეული პერიოდით ერთადერთი ღრმაწყლოვანი პორტი იყოს. ეს აქამდე არ ყოფილა,ახლა გარკვეული გარანტიები მოითხოვეს“ - განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში ლევან ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42