"სამი ექსპერტი ადასტურებს, რომ ხელმოწერა "მაესტროს" წილების და "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებებზე არის ერთი და იგივე პირის" - ოქრუაშვილი
პოლიტიკა - 19:58, 24 Jul, 2019     1419
ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ "რუსთავი 2" მისი საკუთრებაა და ამას დაამტკიცებს.

„სამი ექსპერტი, ორი ქართველი ამ სფეროში საკმაოდ ცნობილი, ერთი ფრანგი განსაკუთრებით ცნობილი ამ სფეროში ადასტურებს, რომ ათივე ხელმოწერა მაესტროს წილების ხელშეკრულებაზე და ხელმოწერა "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებაზე არის შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ. თუ მათი ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, ცოტა ხანი დავუშვათ ამის არსებობა და ბოლო ხელმოწერა, რომელსაც ნოტარიუსი, ბოლოს შეკრული და გარკვეული ბეჭდით არის დაწებებული, არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს ექსპერტები ასევე ადასტურებენ, რომ ეს ხელმოწერაც არის იდენტურად შესრულებული ერთი და იგივე პირის მიერ, რაც "რუსთავი 2-ის" ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერაა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დროს შესადარებლად გამოყენებული იქნა სხვა დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში აწერს ხელს.

„2014 წლის 4 თებერვლის დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არის ნამდვილი, ვინაიდან ნამდვილად მოაწერა ბატონმა ქიბარმა მას ხელი. ამას ადასტურებს კიდევ ექსპერტიზის სამი დასკვნა, ერთი უცხოეთში ჩატარებული, ორი საქართველოში ჩატარებული, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა არის ბატონი ქიბარის. შესადარებელ ნიმუშად იქნა გამოყენებული ქიბარ ხალვაშსა და შპს გლობალ მედიას შორის, რომლის პარტნიორიც გახლდათ ბატონი ეროსი კიწმარიშვილი, დადებული ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება იყო სანოტარო წესით დამოწმებული. ხელშეკრულებაზე იყო გაკეთებული ბატონი ქიბარის ხელმოწერები და ეს ხელმოწერები შედარდა 2010 წლის ხელშეკრულების ხელმოწერას,“ - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა.

ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს საკუთარი ხელმოწერის ნიმუში დატოვა. ამით უნდა დადასტურდეს იმ დოკუმენტის ნამდვილობა ან სიყალბე, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2-ის" ქონებაზე პრეტენზიას აცხადებს. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით არის დათარიღებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42