"გააგრძელოთ ბრძოლა!" - მოლდოვის პრემიერი "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს მიმართავს
პოლიტიკა - 19:08, 24 Jul, 2019     1077
ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება "რუსთავი 2-ის" საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს - ეს განცხადება დღეს ბრიუსელში გაკეთდა. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ "რუსთავი 2-ის" საქმეს კარგად იცნობენ და მიაჩნიათ, რომ კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

მოლდოვის პრემიერმინისტრმა, რომელიც ბრიუსელში იმყოფებოდა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მედია დემოკრატიის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედია. თქვენ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა. მედია დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ზოგჯერ ძალიან რთულია, მაგრამ თქვენ უნდა გადარჩეთ და იმუშაოთ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი ხალხისთვის, რადგან დადგება დღე, როდესაც თქვენ ყველაფერი გამოგივათ,” - განაცხადა მაია სანდუმ.

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ დამოუკიდებლობაა თავისუფალი მედიის ბირთვი. მან იმედი გამოთქვა, რომ ამ ბრძოლაში სწორედ აზრთა მრავალფეროვნება გაიმარჯვებს.

„ჩვენ ვიცით "რუსთავი 2-ზე" სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ. ვერ ვხედავ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაკარგავის საბაბს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არის თავისუფალი მედიის ბირთვი. თუ ჟურნალისტები გრძნობენ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება, ან ეუბნებიან რა, როგორ გააკეთონ, ამას დამოუკიებელ მედიას ვერ ვუწოდებთ. ველი, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და აზრთა მრავალფეროვნება გაიმარჯვებს, რადგან საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა და ცდილობს, უფრო მეტად მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ევროპული სტანდარტები კი მკაფიოა - ჩვენ ვსაუბრობთ იმ ყველა ღირებულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ღირებულებების გარეშე შეიძლება დაკარგოთ ნდობა თქვენი დემოკრატის მიმართ. ამიტომ, იბრძოლეთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც უნდა გაუფრთხილდნენ. ჩვენ კი ყურადღებით დავაკვირდებით სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას,“ - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42