"განვსაზღვრეთ სფეროები, სადაც სინერგიის გზით დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვას" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:07, 24 Jul, 2019     885

ჩვენი სამინისტრო არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, არამედ სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებაცაა. ამიტომ ანალიზის შედეგად განვსაზღვრეთ რამდენიმე სფერო, სადაც სინერგიისა და ინტეგრირების გზით წავედით და მიგვაჩნია, რომ ამით, რომ დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე.

მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი" არ არის ლოზუნგი. ჩვენ ვამუშავებთ ინტეგრირებული ნებართვებისა და ლიცენზიების კონცეფციას, რომელიც ბიზნესს შეუმცირებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან ნებართვების მიღების კუთხით და დაეხმარება, უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით. ნათია თურნავამ რამდენიმე სერვისის სინქრონულად გაცემის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბადოების დამუშავების ლიცენზიების მიღების პარალელურად პირი, რომელიც მოიპოვებს ლიცენზიას, ექნება უფლება პირდაპირი შესყიდვის ფორმით გამოისყიდოს მიწაც.

მსგავსად, ერთიანი პაკეტით იქნება შესაძლებელია სახელმწიფო მიწის შესყიდვასთან ერთად სამშენებლო ნებართვის მიღებაც, რომელიც ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას უკეთ გათვალოს თავისი საინვესტიციო ვალდებულება. მსგავსი მიდგომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც - გაიცემა ერთიანი მემორანდუმი, სადაც გაერთიანდება ინვესტორის უფლება მიწაზე და ენერგოობიექტზე სამშენებლო ნებართვა.

მინისტრის განცხადებით, ასევე განხორციელდა სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ვადების ოპტიმიზაცია. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სერვისების გაციფრულების პროგრამაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ-ებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ბიზნეს სახლის ვირტუალურ ვერსიაც შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42