"ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ბევრი ნებართვის მიმართულებით" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 18:04, 24 Jul, 2019     787

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა. მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო უწყების გეგმები 20 ივნისის შედეგად არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

„რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი მსჯელობა გვქონდა 20 ივნისის კრიზისის შემდგომ ქართულ ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მის ნეგატიურ ზემოქმედებაზე ინვესტიციების სფეროში, ინვესტორების მოლოდინებზე, საინვესტიციო გარემოზე და დავსახეთ გეგმები, როგორ გადავლახოთ ეს ერთობლივად - ნეგატიური ზემოქმედება უფრო დიდი იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმის სექტორზე ზემოქმედება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის ღონისძიებებია, რომლებიც საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. ამასთან, მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან პრივატიზაციის ფარგლებში კომპანიების მიერ 80 მილიონ ლარზე მეტი საინვესტიციო ვალდებულება იქნა აღებული. „ეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ინვესტორებთან ურთიერთობაზე და მათ მოზიდვასა და ინვესტირების პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვედრისას საინვესტიციო გარემოზე მომხდარი ნეგატიური ზემოქმედების შესარბილებლად დაგეგმილი რამდენიმე მიმართულება გააცნო: პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება; ქონების გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებებით; მიწის რეგისტრაცია მისი ბრუნვაში უფრო სწრაფად ჩართვის მიზნით. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ამ პროცესში მნიშვნელოვანია „ერთი ფანჯრის პრინციპის" მუშაობა.

„ერთი ფანჯრის პრინციპი რეალურად უკვე განვახორციელეთ ძალიან ბევრი ნებართვის მიმართულებით და ინტეგრირებული ნებართვის სისტემები შევთავაზეთ დღეს ბიზნესს, მაგალითად, წიაღისეულზე და მიწაზე საკუთრების უფლებები, ან ნებართვები ახალი ჰესების აშენებაზე - ერთდროულად მიწაზე და უძრავ ქონებაზე უფლებები, თუ როგორ დავაჩქაროთ უძრავი ქონების პრივატიზებისას მშენებლობის ნებართვების აღება და ა.შ.", - აღნიშნა მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42