"მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში... ამ ორკესტრირებულ შეტევას ცუდი დირიჟორი ჰყავს"- მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 17:46, 24 Jul, 2019     1519
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის საგამოძიებო ორგანოში 5 წუთით მიიყვანეს და ადვოკატებს "რაღაც ქაღალდები მისცეს".

მისი თქმით, ორკესტრიორებულ შეტევას "ცუდი დირიჟორი და მუსიკოსები ჰყავთ".
"მაგათ გონიათ ხაზარაძე და ჯაფარიძე დააზარეალეს, ისინი საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებენ"- ამბობს ხაზარაძე.

მისი თქმით, "ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება".
თბს ბანკის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, დგას თუ არა "ორკესტრირებული შეტევის უკან ბიძინა ივანიშვილი".

"ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, ანაკლია აუცილებლად აშენდება"- თქვა მან და აღნიშნა, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიუკაციას იწყებენ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს აღარ არის პროკურატურა, ამაში ბევრი შტო არის. მე ამას ორკესტრირებული შეტევა დავარქვი და ეს არის ამ ორკესტრის გაგრძელება,რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს.

დღევანდელი ბრიფინგი არის გამეორება ზუსტად იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც იანვარ-თებერვალში გამოიწვია ლონდონში ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგი, მხოლოდ იმის გამო,რომ ჩვენ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ 8% დააგდეს TBC ბანკის აქციები და რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები.

ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. მაგათ ჰგონიათ ხაზარაძე და ჯაფარიძე დააზიანეს, რომლებიც არიან მინორიტარი აქციონერები? ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ აქ უსაფრთხოდ არ ხართ, ვიღაც ბიუროკრატ პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და რეგიონში ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის, რომელსაც ძალიან სამარცხვინო ეროვნული ბანკის მმართველი ჰყავს, ამაზე ცალკე ვისაუბრებთ.ჩვენ თავიდან აგვირჩია 105-მა მსოფლიოს წამყვანმა აქციონერებმა 98% -თ, რამაც დაამტკიცა, რომ ამ შენობას კანონთან კავშირი არ აქვს, ეს გააკეთეს მას შემდეგ რაც შეისწავლეს გასული 15 წლის საქმიანობა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბადრის და მამუკას გამო არ მიადგეს ჩვენს ინვესტორებს ზიანი.არცერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესი, იმიტომ რომ ყველა ზღვარს და ფიცს გადავიდნენ მათი ორპირი დამოკიდებულებით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან, ანაკლია აუცილებლად აშენდება. ეს ზღაპრების, მინისტრების, რომელიც ვერ ერკვევა ცემენტი როგორ გაარჩიოს ბეტონისგან უნდა დამთავრდეს,“-განაცხადა ხაზარაძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42