„მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს"- მამუკა ხაზარაძე დაჭერას არ გამორიცხავს (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:22, 24 Jul, 2019     1236

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მივიდა, სადაც ის და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ხაზარაძემ პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა პრობლემებს უქმნის ანაკლიის პორტის მშენებლობას საგამოძიებო ორგანოს მხრიდან მათ მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, რომლებიც ხაზარაძის თქმით, თავის მხრივ სრული აბსურდია

„ჩვენ 6 თვე ამ შემოტევამ მოგვაყენა საკმაოდ სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას, 6 თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას და ინვესტორების უკან შემოტრიალებას, ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში აქციონერთა კრებაზე, გუშინ თქვენ იცით რომ ავირჩიეთ უკვე სამშენებლო კომპანია და საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის, დღეს ვიღებთ ამ განცხადებას ისევ ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, ისევ იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ინტერესებს, ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს, თუ ვინმეს გონია ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტი, ძალიან ცდება, ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, ეს არის გარღვევა როგორც ეკონომიკურად ისე ორიენტაციის თვალსაზრისით, ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯი, ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი, ამიტომ მე აქ მოვედი, მოვალ რამდენჯერაც დამიბარებენ, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ, არავის არ ეგონოს რომ რამე გამაჩერებს ელემენტარულად, იმიტომ რომ ვართ მართალი, როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში ისე გუშინწინდელ საქმეში და ყველა ამ პერიოდის განმავლობაში, მინდა ყველას ვუთხრა აქედან, დაწყნარდით ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ, მოძრაობას, იმიტომ რომ ეს საქართველო არის ჩვენი და ეს ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ და აცხადებს, რომ ის ყველაფრისთვის მზადაა:

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმ სამწუხარო ქაოსში, რომელიც დღეს ქვეყანაშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშნებელობაზე, ხვალინდელ დღეზე და არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და მსგავს რაღაცებზე აწყობილი პოლიტიკა. არაფერს გამოვრიცხავ და მზად ვარ ყველაფრისთვის, პირდაპირ გეუბნებით, ვერავინ ვერავის ვერ შეაშინებს, ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის გულის ფანცქალი დაგვეწყოს.“- აღნიშნა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, ის საქართველოში გუშინ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, სადაც ახლადშეძენილი შვილიშვილის სანახავად იმყოფებოდა:

„გუშინ ჩამოვედი, ერთი ქართველი დაიბადა, ჩემი შვილიშვილი, ვიყავი უცხოეთში, სახელად ალექსანდრე, ძალიან გახარებული ჩამოვედი და ეს ამბავი დამხვდა“- განაცხადა ხაზარაძემ.

თიბისი ბანკის დამფუძნებლის თქმით, მათი მხრიდან საგამოძიებო ორგანოზე მიწოდებული იქნა სრული ინფორმაცია და დღეს პროკურატურის მიერ გაღერებული ინ ფორმაცია აბსოლუტურ აბსურდს წარმოადგენს. ხაზარაძის თქმით, მას სცხვენია, რომ ქვეყანა ასეთი საგამოძიებო ორგანოების ხელშია:

„გამოძიებას ჩვენ ამ ტრანზაქციაზე მივაწოდეთ სრული ინფორმაცია, თქვენ იცით, რომ რამდენიმე იურიდიულმა და აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა ამის გამოკვლევა და ეს რაც დღეს გააჟღერეს არის აბსოლუტური აბსურდი და მე ძალიან მცხვენია, რომ ესეთი პროკურატურის და შსს-ს ხელში ვართ“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით , სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42