გამოცემა reuters-ი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, შოთა დიღმელაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „ეკონომისტის ორმაგი ცხოვრება საქართველოს ქუჩის პროტესტების წინა ხაზზე“:
დღის განმავლობაში 33 წლის ქართველი ეკონომისტი ბიზნეს ჟურნალის რედაქტორია, სამსახურის შემდეგ კი ის პარლამენტის წინ სცენაზე დგას, ასეულობით პროტესტანტის წინაშე, რომლებიც პოლიტიკურ ცვლილებებს ითხოვენ.
„ვფიქრობ, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ“- აცხადებს ის საკანონმდებლო ორგანოს კიბეებზე, ჯინსებში და კამუფლაჟის ქურთუკში გამოწყობილი და მიკროფონის რიგში მდგომი.
„მე ვგრძნობ, რომ ისტორიული პროცესის მონაილე ვარ და ისტორიიული პასუხისმგებლობა გვაკისრია, ამისთვის კი რისკის გაწევაა საჭირო... მე ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი ვიყავი... დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ფულის გაფლანგვის შემთხვევების მონიტორინგს ახდენს… ადამიანები დაიჯერებენ, რომ პოლიტიკური შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება სამოქალაქო აქტიურობის შედეგად, ჯილდოს მოლოდინის გარეშე.“- აცხადებს დიღმელაშვილი, მისი თქმით, ის ახლა ორიენტირებულია იმაზე, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვება აიძულონ:
„მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ მაქვს... როგორც კი ეს მოთხოვნა შესრულდება, მე სახლში წავალ.“- განაცხადა დიღმელაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები






