„ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას“ - თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძის შესაძლო დაკავებაზე
პოლიტიკა - 15:15, 24 Jul, 2019     963
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხს ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების დაკავშირება ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან უადგილოა.

მისივე განცხადებით, პროკურატურა მოქმედებს თავისი პროცედურების შესაბამისად.

"ეს პროცესი, ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება, საჯაროა. თქვენ ყველას საშუალება გაქვთ თვალყური მიადევნოთ კანონის აღსრულებას", - განაცხადა თურნავამ.

თურნავას განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ. ვიტყვი, რომ ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას", -განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება.

"როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება," - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორებს პასუხს სასამართლო გასცემს და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაწყებულია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონი მამუკა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე გააკეთებდა განაცხადს, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენის საკითხზე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42