"ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო დასამარებას გეგმავს, რუსეთის მოთხოვნით" - სალომე სამადაშვილი
პოლიტიკა - 15:13, 24 Jul, 2019     1312

ხაზარაძე ჯაფარიძის საქმე - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხელისუფლება რუსეთის მოთხოვნით ცდილობს ანაკლიის პოსტის პოექტის დამარხვას და სწორედ ამას უკავშირდება პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება და მათ მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება.

"ვნახეთ ქალბატონი ცქიტიშვილის განცხადება, რომ არანაირი პროგრესი არ არის ანაკლიის პორტთან მიმართებაში. ეს ნიშნავს, რომ ამ პროექტის საბოლოო დამარხვას გეგმავს ხელისუფლება უახლოეს მომავალში, რუსეთის მოთხოვნით. მეორე, ჩვენ ვნახეთ, რომ ბატონმა ხაზარაძემ განაცხადა, რომ აქვს პოლიტიკაში აქტიურად მონაწილეობის მიღების სურვილი და იმ წუთში, სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო მის წინააღმდეგ. ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა არის ხელისუფლების მიზანი და ამაზე მუშაობს. ხაზარაძეს სერიოზული რესურსები აქვს და მისი პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლა შეცვლის გარკვეულწილად პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამასაც ხელს უშლის ხელისუფლება. გარდა ამისა, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ვაშინგტონიდან, ივანიშვილს სურს, ამ მიმართულებითაც გაანეიტრალოს ხაზარაძე. ეს არის რეალურად პოლიტიკური განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც მართლმსაჯულებასთან და არც კონკრეტულად მიუკერძოებელი გამოძიების პროცესის ჩატარებასთან" - აღნიშნა სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42