"მოგეხსენებათ რომ ქვეყნის ბიუჯეტი შედგება მათ შორის ღარიბი მოქალაქეების და წვრილი მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან. მოვითხოვთ მთავრობამ განმარტოს რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს - მოგეხსენებათ რომ ბატონი ვასაძე მულტიმილიონერია, ფლობს უზარმაზარ აქტივებსა და ქონებას. ამავე დროს, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რომ ბატონი ვასაძე რუსეთის გავლენის დეკლარირებული აგენტია და ცდილობს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი დღის წესრიგის აქტუალიზაციას და ღიად გამოდის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. იგი ასევე ღიად გამოდის ძალადობის, მათ შორის პოლიციაზე ძალადობის მოწოდებებით. ასეთ სიტუაციაში, მისი ბიზნესის და შესაბამისად, ანტიდასავლური აქტივობის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ღიად პრორუსულ ძალებთან მჭიდრო კონტაქტსა და კოორდინაციას,“ - ამბობს გიორგი კანდელაკი.
"თავისუფლების მონიტორის" ინფორმაციით, ლევან ვასაძის კომპანია სს ბაგრატიონი 1882-მა სახელწმიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო.
"კანონის ფარგლებში როდესაც სახელმწიფო აანონსებს ბიზნესის წახალისების, გენაცალე, ნებისმიერ პროგრამას, ჩვენ მასში სიხარულით ვმონაწილეობთ. მე ძალიან მიხარია და ეგეთი პროგრამები ბევრად მეტი უნდა იყოს" - განუცხადა თავად ვასაძემ სტუდია მონიტორს.
მასალის გამოყენების პირობები






