სასამართლომ მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა
პოლიტიკა - 14:07, 24 Jul, 2019     925

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების ითხოვდა.

"ჩვენ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება და ამასთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პოზიცია- ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია დაახლოებით 150 მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომელთა დაკითხვა მოხდება საქმეზე არსებითი განხილვისას. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ათეულობით წერილობითი მტკიცებულება და ვიდეოჩანაწერები, ნივთიერი მტკიცებულებები. მას შემდგომ, რაც გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, წარვადგენთ დასკვნით სიტყვას და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების გამოკვლევას მოვახდენთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება" - განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატის ანა კოტეტიშვილის თქმით ბრალდების მხარემ თავის შესავალ სიტყვაში მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ წარადგინა.

„პროკურატურამ ვერ მიუთითა ვერც წერილობით მტკიცებულებაზე და ვერც კონკრეტულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც წარდგენილი ბრალის დადასტურებაში გამოდგებოდნენ. შესაბამისად, დაცვის მხარემ საბოლოოდ მოისმინა ბრალდების მხარის შესავალი სიტყვა, თუ კონკრეტულად რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აპირებს ბრალდება გამამტყუნებელი განაჩენისთვის ბრძოლას. შესაბამისად, მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განგიცხადოთ, რომ ბრალდების მხარემ ნამდვილად ვერ შეძლო იმ კონკრეტული მტკიცებულებების მითითებაზე, რომელიც საკმარისი გახდება გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად.

ჩვენებები არის ყველა ირიბი და წერილობით მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მით უმეტეს, ნივთიერი მტკიცებულება ბასრ იარაღთან დაკავშირებით არ არსებობს. ჩვენ უბრალოდ, დავაყენეთ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და ეს გახდა სასამართლოსთვის უარის თქმის მიზეზი. გირაო იყო 7 000 ლარის ოდენობით. მომდევნო პროცესი 5 აგვისტოს გაიმართება, სადაც წარვადგენთ შესავალ სიტყვას მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომელიც უალტერნატივო გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდება“, - განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42