ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი უმსხვილესი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა!
პოლიტიკა - 13:45, 24 Jul, 2019     709

საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარიულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს.

გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიო მასშტაბით 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

Eiffage-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე, სულ, 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში.

Eiffage 1844 წელს დაარსდა. მსოფლიო მასშტაბით მის მიერ განხორციელებული პროექტები, როგორც ურბანული განვითარების, ისევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგოსისტემების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს. დღეისთვის Eiffage-ი მსოფლიოს 5 კონტინენტზე 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 70,400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

კომპანია Eiffage გამოირჩევა მშენებლობაში ინოვატორული მიდგომებით, უსაფრთხოებისა და ხარისხის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების დაცვით და თანამშრომლებისთვის შრომის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფით.

Eiffage-ის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42