გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ მე-4 არმიის საავიაციო შენაერთები და სხვადასხვა სამხედრო ნაწილები.
წვრთნების ფარგლებში 58-ე არმიის ჯარები რომლებიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე ბაზებზე არიან განლაგებულნი, მოიგერიებენ 49-ე კომბინირებული არმიის „თავდასხმას“.
აღსანიშნავია, რომ ჯარები იმოქმედებენ, როგოც საერთო ტაქტიკურ ველზე, ასევე ასეულობით კილომეტრის მანძილზეც, რაც საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტაქტიკური ავიაციის, რაკეტსაწინააღმდეგო და არტილერიის სადაზვერვო- შეტევითი და საცეცხლე საბრძოლო მეთოდების სხვადასხვა ფორმები, აერომობილური ჯგუფების, საჰაერო დესანტისა და საინჟინრო ჯარების საშტურმო დანაყოფების გამოყენებით.
„ზაფხულის პერიოდის მაქსიმალურად ინტენსიური სამხედრო მომზადების მოცემული ეტაპი გადაიზრდება სამეთაურო-საშტაბო ორმხრივი სწავლების ფაზაში. რომელშიც ჩართული იქნება სამხედრო ოლქის ყველა ნაწილი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია“- განაცხადა დვორნიკოვმა. საერთო ტაქტიკურ მოქმედებების შემუშავებაში კი სომხეთში განთავსებულ 102-ე სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.
მასალის გამოყენების პირობები






